ამომრჩევლის 7,26%-მა ხმა უკვე მისცა - ცესკო  

28 ნოემბერი 2018, 00:00 1745 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოსახლეობის აქტივობის შესახებ მონაცემებზე ისაუბრეს. ანა მიქელაძის განცხადებით, 10 საათის მონაცემებით, 255 251 მოქალაქემ ხმა უკვე მისცა, რაც 7,26%-ია. 

არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩევლების აქტივობა გაზრდილია. 28 ოქტომბერს, ანალოგიურ პერიოდში საარჩევნო უბანზე უკვე მისული იყო 215 214 პირი, რაც 6,15% იყო. 

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარია შესული. 

ამავე კატეგორიაში