განულებული სესხები და არჩევნები

25 ნოემბერი 2018, 00:00 2091 ნახვა

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობამ "შავ სიაში" მყოფ 600 ათასი ადამიანისთვის, ჯამში მილიარდ ნახევრის ოდენობის დავალიანების განულების შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა.  პრემიერ-მინისტრის თქმით, ცვლილება ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანებას შეეხება. მამუკა ბახტაძემ იქვე მადლობა გადაუხადა „ქართუ ჯგუფს“, საიდანაც პრობლემური სესხების დაფარვა მოხდება  და აღნიშნა, რომ მათი დახმარების გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. 

მოგვიანებით, მთავრობის ინიციატივაში უფრო მეტი სიცხადე, ფინანსთა მინისტრმა შეიტანა და აღნიშნა, რომ, თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი არ უნდა აღემატებოდეს 2 ათას ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2  ათას ლარზე გაცილებით მეტი იყოს და მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი. შეღავათი არ შეეხება, ''ვივუსის'' კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიასთან   შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ასევე ვისი ვალის ძირი თანხაც 2 ათას ლარს აჭარბებს. ამ განმარტებების მიუხედავად, კითხვები მაინც დარჩა. 

ამავე კატეგორიაში