''აქ დახვრიტეს ბუტა'' - თბილისში ბუტა რობაქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

23 ნოემბერი 2018, 00:00 2264 ნახვა

თბილისში, ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 14 წელის შემდეგ, მემორიალური დაფა გაიხსნა. "აქ დახვრიტეს ბუტა" - მემორიალი დიდუბის ეკლესიასთან გაიხსნა, რომელსაც სხვა პირებთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. 

"ეს მოხდა ზუსტად 14 წლის წინ,  დღევანდელ დღეს, ეკლესიის წინ დამიხვრიტეს ახალგაზრდა შვილი. ეს არ არის ახალი და ყველამ ყველაფერი იცის. იმ რეჟიმის დროს 162 ბიჭი იქნა ქუჩაში დახვრეტილი და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ამ ბიჭების სახელზე ყოფილიყო მემორიალი. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ  უდანაშაულოდ და უსაფუძვლოდ, სააკაშვილის მიერ გაჟლეტილი ბიჭების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყოფილიყო.  ხსოვნა და პრევენცია, რომ არასოდეს დაბრუნდეს სააკაშვილი. ახალგაზრდა თაობამ იაროს ქუჩაში ლაღად და არ ეშინოდეს პირტიტველა ბიჭებს არავის, არ პოლიციის და არც ხელისუფლების. ყველას გილოცავთ და გისურვებთ, რომ არასოდეს გქონოდეთ ისეთ გიორგობის დღე, რომელიც მქონდა მე, 2004 წელს" - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.  

მემორიალის ესკიზზე ​ვ​ლადიმერ სტურუამ იმუშავა. ია მეტრეველის განცხადებით, მხატვარმა ჰონორარზე უარი განაცხადა. 

 

 

ამავე კატეგორიაში