სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის პედაგოგებისთვის

21 ნოემბერი 2018, 00:00 1807 ნახვა

სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის პედაგოგებისთვის. აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატების კოლექციებზე დაყრდნობით სპეციალური სასწავლო რესურსი და ელექტრონული ვერსია შემუშავდება. მასალას კი სკოლის პედაგოგებს ტრენინგზე გააცნობენ.  პროექტში 60 მასწავლებელი ჩაერთვება. ეროვნული მუზეუმის თანამშროლები იმყოფებიან ბათუმში, მათ მსგავსი პროექტი დედაქალაქში უკვე განახორციელეს.

სპეციალისტები ძირითადად ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მიმართულებით იმუშავებენ. პროექტის მიზანია პედაგოგებმა სასკოლო პროგრამის შესაბამისად, გაკვეთილი სამუზეუმო სივრცეში დამოუკიდებლად ჩაატარონ. პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 11 ათასი ლარია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით “სამუზეუმო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში ხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში