მიმდინარე კვირა არასტაბილური და უმეტესად წვიმიანი იქნება

19 ნოემბერი 2018, 00:00 2205 ნახვა

 ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო კურორტებზე ამინდი შეიცვლება და მიმდინარე კვირის განმავლობაში უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსს შორის იმერყევებს, მთიან რაიონებში კი +7, +12 გრადუსი იქნება.

20-იდან 25 ნოემბრამდე საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ჩრდილო-დასავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც უმეტესად ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდონელი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +10, +15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი +8, +13 გრადუსი სითბო.

ფოტო:ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში