ბათუმელთა დარბაზის - მოძრაობა - ''გაბრაზებული ბათუმელების'' შეხვედრა საზაფხულო თეატრში

18 ნოემბერი 2018, 00:00 1972 ნახვა

ბათუმელთა დარბაზის -მოძრაობა - გაბრაზებული ბათუმელების შტაბის წევრები იკრიბებიან საზაფხულო თეატრში. დარბაზის წევრები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით - უკმაყოფილო, ხელისუფლების კოჰაბიტაციის პოლიტიკით კი გაბრაზებულები. შტაბის წევრები განაწყენებული არიან იმ მოსახლეობაზე,  ვინც საარჩევნო ყუთებთან არ მივიდა.

დარბაზის წევრები აცხადებენ, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' დანაპირები არ შეასრულა, თუმცა ივიწყებენ წყენას, რათა მათივე თქმით, ენმ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. დარბაზის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრის მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა და ქართული ოცნებისთვის ნდობის გამოცხადებაა. ისინი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში