2018 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინეს

16 ნოემბერი 2018, 00:00 1766 ნახვა

სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა. 

ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. 

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ, დედა სიდონიამ, გაზეთმა “ბათუმელებმა”, პანკისისა და მარნეულის სათემო რადიოებმა, სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის დედამ, ცესკოს თანამშრომელმა სოფო სიჭინავამ და სხვებმა. 

ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურად 16 ნოემბერს მართავს.

ამავე კატეგორიაში