მედიისთვის დახურული შეხვედრა სტუდენტებთან

16 ნოემბერი 2018, 00:00 2130 ნახვა

დახურული შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებს და ლექტორებს  საქართველოს განათლების მინისტრი შეხვდა, თუმცა  შეხვედრის გაშუქება ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს, რადგან გვითხრეს რომ არავის მივუწვევივართ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტებს განათლების სისტემაში განსახორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

სხვა თემებზე კომენტარი არ გაკეთებულა. შეხვედრას სტუდენტებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და რეგიონის განათლების მინისტრიც ესწრებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში