ISFED შსს-ს მოუწოდებს სწრაფად გამოიძიოს მუქარის ფაქტი

12 ნოემბერი 2018, 00:00 1292 ნახვა

მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, სისხლის სამართლის დანაშაულია - ასე შეაფასა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება.  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი. დღესვე პრეზიდენტობის კანდიდატს საკითხთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები შეხვდებიან.

ამავე კატეგორიაში