''ქართული ოცნების'' ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია გაიმართება

12 ნოემბერი 2018, 00:00 1416 ნახვა

„ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია  გაიმართება. ამის შესახებ  მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მხარდამჭერების ჩამოსვლას პანკისის ხეობიდან  ელოდება.

პარლამენტთან აქცია გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან  ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით,  თუ საჭირო იქნება კარვების რაოდენობა გაიზრდება. 

ამავე კატეგორიაში