მე და ჩემს შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან - სალომე ზურაბიშვილი

12 ნოემბერი 2018, 00:00 1914 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა რომ მას და მის შვილებს სმს შეტყობინებებს უგზავნიან და ემუქრებიან. 

''ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების თეიმურაზის და ქეთევანის და ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინება, სადაც ნათლად არის გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ“ .

კანდიდატის მტკიცებით, იდენტიფიცირებულია პირები, რომლებიც ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან. 

''ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად. ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.  სოციალურ ქსელში არსებული იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირების მიერ წარმოთქმული მუქარები, რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.  ამ ქმედებებით, კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა, ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს შესაქმნელად, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ, ყოველდღიურად ერთი პოლიტიკური პარტიის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერი. ამ წინასაარჩევნოდ პერიოდში ქვეყნის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის კანდიდატზე დ ამის ოჯახზე სიცოცხლის მუქარის გავრცელება, მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული" - განაცხადა ბრიფინგზე ზურაბიშვილმა. 

მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

სალომე ზურაბიშვილმა დამატებით კითხვებს არ უპასუხა. 

ამავე კატეგორიაში