ბავშვებს სჭირდებათ ნაძვის ხე, მაგრამ არა იქ სადაც შვილმოკლული მამები დგანან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

11 ნოემბერი 2018, 00:00 1642 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა უადგილოა, თუმცა ამას მაინც არ შეეწინააღმდეგებიან. 

'' გასაგებია თბილისის მერიის განცხადება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ ნაძვის ხისთვის ადგილი, გასაგებია ბავშვებს სჭირდებათ ნაძვის ხე, მაგრამ არა იქ სადაც შვილმოკლული მშობლები დგანან. აქ ეს უადგილოა,  ნებისმიერ სხვა ადგილას დადგან. თუ რუსთაველის გამზირზე დადგამენ ხელს არ შევუშლით ყველა ბავშვი დღეს ზაზას და ჩემი შვილია. უბრალოდ ეს ჩვენი არაფრად ჩაგდებაა'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირდაპირი ჩართვის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, დამნაშავეების დასჯამდე კი ბრძოლას გააგძელებენ

''ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლის, თუ ექნებათ გამბედაობა მოვიდნენ და ხვალ აიღონ კარავი. ვიმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში. რაც არ გვეკრძალება ყველაფერს გავაკეთებთ'' - თქვა მაჩალიკაშვილმა.

ამავე კატეგორიაში