ფიქსირდება პარაგრიპის ვირუსები, რომელმაც შესაძლოა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს - პაატა იმნაძე

07 ნოემბერი 2018, 00:00 2819 ნახვა

გრიპის ვირუსი საქართველოში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ქვეყანაში ცირკულირებს გაციებისმაგვარი - რინოვირუსები, პარაგრიპის ვირუსი და მეტაპნევმო ვირუსი. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ გრიპის ვირუსი საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდება, თუმცა თებერვლამდე ხშირი შემთხვევები არ იქნება. 

“უშუალოდ გრიპის ვირუსის დატრიალებას დაახლოებით, 2 კვირაში ველოდებით. ვფიქრობთ ბევრი შემთხვევა არ იქნება. რაც უფრო თბილი ამინდები დაემთხვევა უფრო ნაკლები შემთხვევები დაფიქსირდება. რაც უფრო მეტად იქნება სიცივე, ვირუსებიც მეტად გავრცელდება. თებერვლამდე არ ველოდებით გრიპის ხშირ შემთხვევებს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი განმარტებით, გრიპი თავდაპირველ ეტაპზე დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში დაიწყებს გავრცელებას.

იმნაძე მოსახლეობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

1. გრიპის ვირუსის მატარებელმა ადამიანებმა სამსახურში მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ.

2. მნიშვნელოვანია ე.წ. ხველების ეტიკეტის დაცვა. ასევე  ხელების ხშირად დაბანა. 

3. გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად სასურველია ვაქცინაციის გაკეთება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში