უკანონო საარჩევნო აგიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

06 ნოემბერი 2018, 00:00 1663 ნახვა

უკანონო საარჩევნო აგიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მათი თქმით აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მაგალითად მოყავთ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილის, თეიმურაზ გორჯესტანის კამპანიაში  მონაწილეობა და ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში. 

საიაში ამბობენ,რომ ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება ქსენოფობიურ ხასიათს ატარებდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საარჩევნო  სუბიექტებს აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი განცხადებები. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი შეისწავლოს ყველა მსგავსი საქმე

ამავე კატეგორიაში