90-იანი წლების პოპ-ჯგუფი ''Spice Girls''-ის წევრები შეკრებას და ზაფხულში ტურნეს გამართვას გეგმავენ

06 ნოემბერი 2018, 00:00 2490 ნახვა

90-იანი წლების პოპ-ჯგუფი ''სპიცე გირლს''-ს წევრები შეკრებას და ზაფხულში ტურნეს გამართავს გეგმავენ. თუმცა, მათთან ერთად არ იქნება ვიქტორია ბექჰემი. ტურნეში მონაწილეობაზე უარი საკონტრაქტო ვალდებულებების გამო განაცხადა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

თუმცა ''Spice Girls''-ის ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ვიქტორია ზაფხულამდე გადაიფიქრებს და ტურნეს შეუერთდება. 

90-იანი წლების ყველაზე "ცნობილი გოგოები" ტურნეს 2019 წლის 1 ივნისს, მანჩესტერ სიტის ''ეტიჰადის'' სტადიონზე გახსნიან.  

''Spice Girls''-ის ​ხუთი წევრიდან ოთხი მონაწილე კონცერტს სანდერლენდში, ედინბურგში, ქოვენთრსა და ბრისტოლშიც გამართავს. ტურნე ლონდონში, უემბლის სტადიონზე დასრულდება.

(ფოტო: 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია Associated Press)

ამავე კატეგორიაში