რატომ მივიდა რომან გოცირიძე პარლამენტში პირბადით? 

05 ნოემბერი 2018, 00:00 1726 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რომან გოცირიძე დღეს პარლამენტში პირბადით მივიდა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ ამ ფორმით თავს ''ქოცვირუსებისგან'' იცავს. 

„ორშაბათიდან ვიწყებთ ჩახუტებას, მოფერებას, გულთან მიტანასა და გაგებით მოკიდებასო. ანუ, მათ უნდათ, ჩახუტებით ხალხს ქოცის ვირუსი გადასცენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. თავი დავიზღვიეთ და დეპუტატი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ვირუსი არ გადამედება. გაფრთხილებთ, ქოციანობა გადადის არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეეკრანებიდან და ზოგიერთი არხი ქოციანობას ასხივებს. გირჩევთ, გამორთოთ და ქართული სტაფილოს წვენით გაიწმინდოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, მან დაასწრო „ქართულ ოცნებას“ და კაბინეტის კარზე უკვე გააკრა დღის წესრიგი, როდის აქვს ჩახუტების დრო, როდის მოფერების და გაგებით მოკიდების საათები. 

ამავე კატეგორიაში