აფხაზური ენის გაკვეთილები

02 ნოემბერი 2018, 00:00 1964 ნახვა

აფხაზური ენის გაკვეთილებს დაესწრო ფერიის საჯარო სკოლაში სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილმა სკოლას აფხაზურ ენაზე ნათარგმნი სახარება გადასცა და აფხაზური ენის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

გაკვეთილები აჭარაში ორ სკოლაში, მეთოთხმეტე და ფერიის პირველ საჯარო სკოლაში ტარდება, სწორედ ამ დასახლებაში ცხოვრობს 250-ზე მეტი აფხაზურ -ქართული ოჯახი. აფხაზური ენის სწავლება სკოლებში 1991 წელს გამოცემული დედა ენით მიმდინარეობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში