ბულვარში კაფე "ტყუპებზე" იჯახრის შეწყვეტა ბათუმის მერიამ მოითხოვა

02 ნოემბერი 2018, 00:00 1838 ნახვა

საჯარო რეესტრის  ეროვნული  სააგენტო  ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე ტყუპებზე  ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.  კვების ობიექტი ’’ტყუპები’’  49 წლის ვადით 2006 წელს მერიასთან დადებული ხელშეკრულები   იჯარით  აქვს აღებული შპს დელფინს. მერიასა და მოიჯარეს შორის დავის შესახებ  სიუჟეტი  მთავრის  ეთერში   30 ოქტომბერს გავიდა. რეესტრში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაციის  მოთხოვნით მათ ბათუმის მერიამ მიმართა, რომელმაც წარადგინა მერის რომელიც მათივე თქმით, არის სამართლებრივი აქტი, რომლის კანონიერების გადამოწმების ვალდებულებაც მათ არ გააჩნიათ და თუ მერიის ადმინისტრაციული აქტი გაუქმდება, რეესტრი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გადაწყვეტილება დავალიანების გამო მიიღეს.  რევაზ ჭოხონელიძე  იჯარის თანხას ბოლო წლებში აღარ იხდის და მერიას ზარალის ანაზღაურებას  სთხოვს.  მერიას და მოიჯარეს შორის სასამართლო დავა 5 წელია მიმდინარეობს. მოიჯარე აპროტესტებს  მომიჯნავედ მდებარე  სავაჭრო ობიექტებთან შედარებით მისთვის დაწესებულ მაღალ გადასახადს და არათანაბარ პირობებს, სასამართლო განჩინების გამოტანამდე კი იჯარის გადასახადს აღარ იხდის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში