არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

01 ნოემბერი 2018, 00:00 2011 ნახვა

 კონსულტაციები და მზადება მეორე ტურისთვის მმართველ გუნდში. უკვე ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ამჯერად თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით დღეს ამაზე სახელისუფლებო პარტიის წევრებს არ უსაუბრიათ. არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს საქართველოს მასშტაბით ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, უშუალოდ თბილისში კი - კახა კალაძე.

ჯერჯერობით  უცნობია შეიცვლებიან თუ არა შტაბის ხელმძღვანელები აჭარაში.  ქართული ოცნების ცენტრალურ  ოფისში პარტიის ლიდერები დღესაც შეიკრიბნენ. ამავე შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. როგორც ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, დღეს მეორე ტურის სამზადისის გარდა განიხილეს მოსახლეობის პრეტენზიებიც. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში