დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკიდან უკვე გაწერეს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2607 ნახვა

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. 

კლინიკის დირექტორის მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და მათ სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები არ ჰქონდათ. 

ინციდენტი გრიბოედოვის ქუჩაზე დღის ბოლოს მოხდა.  საცხოვრებელ კორპუსთან 2 ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში