შსს დღეს გამოძიება 7 ფაქტზე დაიწყო, მათ შორის TV25 ჟურნალისტების საქმეზე

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1664 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით 15 ფაქტი გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა, ან არ გამოიკვეთა სისიხლის სამართლის დანაშაულის

შსს ინფორმაციით 7 ფაქტზე დავიწყო გამოძიება, სადაც მოქალაქეები ფიზიკური შეურაცხყოფასა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ყვებიან. მათ შორის "TV 25"-ის თანამშრომლებისთვის პროფესიული ხელშეშლის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. 

"დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება. გადამოწმების შედეგად 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. 

7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.

კიდევ 7 ფაქტზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი, სხვადასხვა სა​არჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნებზე მოძრაობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

" საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება".

ამავე კატეგორიაში