მესამე სექტორის მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს - ''ქმედება შსს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია''

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1555 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ზაზა სარალიძის დაკავებას და მიიჩნევენ, რომ მისი ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია. „მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ“ - აღნიშნავენ ხელმომწერი ორგანიზაციები. ისინი მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ასევე მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტროს  - დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების გაშლის შეზღუდვის პრაქტიკა. ამასთან წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, გაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები და მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.  

ამავე კატეგორიაში