უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

27 ივლისი 2016, 00:00 3201 ნახვა

გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. უწყება გმობს ფაქტს და მას პროვოკაციად აფასებს. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. საკითხს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი