ბათუმში სტადიონის გადახურვა დაიწყო

24 ოქტომბერი 2018, 00:00 7121 ნახვა

საფეხბურთო სტადიონის  ბეტონის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.  დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა. პარალელურად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს. სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და  ის 20  ათას  მაყურებელზეა  გათვლილი. სამუშაოები  დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დაათვალიერა.  მინისტრის  თქმით სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი ემ სი“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და მას  რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ანაგი,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. მშენებლობისთვის 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში