მოჰყვა თუ არა სოფლის პროტესტს პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანა

24 ოქტომბერი 2018, 00:00 4347 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ჩაქვში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში როტაციის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ, უწყება დაახლოებით 2 თვის წინ განხორციელებულ ცვლილებებსაც კი არ გვიდასტურებს. 

ჩვენი ინფორმაციით კი, ცვლილებები მოსახლეობის პროტესტის შემდეგ გადაწყდა. როგორც მაუწყებელმა გაარკვია, პოლიციის უფროსი ჯამბულ ანთაძე მოკლული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ძმაა, რომელიც წლების განმავლობაში ამ სოფელში, იგივე პოზიციაზე, ​ პოლიციის უფროსად მუშაობდა. 

ბუტა ანთაძე თანასოფლელმა ბესიკ ტაკიძემ, 2018 წლის 15 ივნისს, ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციის მაშინდელი უფროსი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ტაკიძის ოჯახის წევრები და ადგილობრივები აპროტესტებდნენ მოკლული პოლიციელის ძმის იგივე განყოფილებაში უფროსად დანიშვნას. 

მუხაისტატეს მცხოვრებლები ირწმუნებოდნენ, რომ ამ სოფელში ჯამბულ ანთაძის მუშაობა, შესაძლოა დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გამხდარიყო. 

აქციები სამი თვის წინ რამდენჯერმე გაიმართა. სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებიც ამის გამო დაიგეგმა.

 

ამავე კატეგორიაში