ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო? გაუგებარია - ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პროკურორზე

23 ოქტომბერი 2018, 00:00 3170 ნახვა

ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო? გაუგებარია, - ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი მედიასაშუალების წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს მიმართა, დაეზუსტებინა, რისთვის უნდა დასჯილიყო ფარცხალაძე. “მე ჩაგეკითხეთ, რატომ უნდა დაისაჯოს ფარცხალაძე, რა საქმე ვიცით, რომ ის უნდა დაისაჯოს. ეს განცდა რომ გაქვთ, რასაც უქმნით საზოგადოებასაც, (არასწორ განცდას), იმიტომაც ჩაგეკითხეთ, რომ არა გაქვთ საფუძველი იმის, რომ კაცი დაისაჯოს და დასჯას ითხოვთ ჟურნალისტი თქვენსავე კითხვაში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

“ტვ პირველის” ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, “მივიღეთ რეალობა ასეთი, რომ ბიზნესმენები თქვენთან დადიან კონკრეტული საქმეების გასარჩევად, სადაც პროკურატურა იქცა ტელევიზიების საპირწონედ ჩანაწერების გამოქვეყნებით და ის არ არის საქმის გამოძიებით დაკავებული, სადაც გაჩნდნენ დაუსჯელი პერსონები და თუ დაგაინტერესებთ ასეთი პერსობიც დასახელდება. მაგალითად ფარცხალაძეს ვგულისხმობთ”...

"რუსთავი2" ჟურნალისტის ეკა კვესიტაძეს კითხვაზე, როგორ გამდიდრდა ფარცხალაძე პროკურორობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა.  ყოფილი პროკურორის 7 ბინის ფლობის შესახებ დოკუმენტებსა და ფოტოებზე კი განაცხადა, რომ  არაფერს წარმოადგენს მისთვის. 

"როგორც წესი თქვენი ტელევიზია არის სიცრუის ტელევიზია, სიცრუეს ტირაჟირებით და თქვენ მიერ დასმული კითხვები არაფერს არ წარმოადგენს ჩემთვის. მომისმინეთ და კეთილი ინებეთ პასუხს დაელოდეთ. თქვენი შეკრებილი ფურცლები არის შეკრებილი და სიცრუე, არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ფარცხალაძეზე მიდის გამოძიება, როგორც ვიცი ჩამოსული გამომძიებლებიც არიან ჩართული ამ პროცესში და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი" - განაცხადა ივანიშვილმა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი