რუსმა სამხედროებმა ლომისში 2 ადამიანი გაიტაცეს

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1729 ნახვა

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ცნობით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ - მონაზონია, ხოლო მეორე მრევლი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში