ბათუმში ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი დაშავდა

19 ოქტომბერი 2018, 00:00 9793 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების ​კვეთაში

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი დაშავდა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის ''მედ ცენტრში'' გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბათუმის ''მედცენტრის'' გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაშავებულ კაცს დამატებითი კვლევები  უტარდება და ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში