ინდმეწარმე ბათუმის მერიის წინააღმეგ

18 ოქტომბერი 2018, 00:00 2904 ნახვა

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის გუშინ “მთავარის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ინდმეწარმე დავით სიჭინავას ადვოკატი გამოეხმაურა. ედნარ აბულაძე ამბობს, რომ  სულხან ევგენიძის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

საუბარია მერიის მიერ ინდმეწარმე დავით სიჭინავასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე, საქმეზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ბათუმში 27 ქუჩის რეაბილიტაციას ხარისხიანად ასრულებდნენ, სამუშაოების ნაწილი კიდეც დაასრულეს,  თუმცა მერიამ მოულოდნელად ხელშეკრულება შეუწყვიტა და თანხაც არ  გადაუხადა. უფრო მეტიც ადვოკატის განმარტებით,  მერიის მაღალჩინოსნებმა სამუშაოების  მწარმოებლებს თანხა მოსხთხოვეს.  

სულხან ევგენიძემ გუშინ განმარტა, რომ კომპანიამ ასფალტის საფარი უხარისხოდ დააგო, რის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ. ადვოკატი კი განმარტავს რომ სერგი მესხის ქუჩაზე ხელშეკრულება მანამდე შეწყდა სანამ ასფალტის საფარის დაგება დაიწყებოდა, რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს მისი მტკიცებით არსებობს დასკვნები, რაც კომპანიის სასარგებლოდაა და რომლებსაც მერია არ ასაჯაროვებს.

ადვოკატის განცხადებით, გონიო კვარიათში არა  შესრულებული სამუშაოები, არამედ თავად ის პროექტი იყო ხარვეზიანი, რომლითაც მერიის დაკვეთით სამუშაოები დაიწყო.

ამავე კატეგორიაში