მოქალაქე აივნიდან ტომრებით ნაგავს ყრის

16 ოქტომბერი 2018, 00:00 13770 ნახვა

ბათუმი, გორგასალის ქუჩაზე, სავარაუდოდ მუშა ახალაშენებული კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან,  რემონტის შემდეგ დაგროვილ ნაგავს ტომრებით ეზოში ყრის. 

ვიდეო, მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

ბათუმის "სანდასუფთავების" სამსახურში აცხადებენ, რომ სამშენებლო ნაგვის ქუჩაში დაყრა დასჯადია და სანქცია 200 ლარიდან იწყება. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაგვის ტომრების ეზოდან გატანა მალევე იგეგმება, ის მაინც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ნაგავი შენობიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიტანოს პირმა, თუ სპეციალური ტექნიკა უკვე ეზოშია მობილიზებული. 

გატანილია თუ არა ტერიტორიიდან ნაგავი, სანდასუფთავების სამსახური ამოწმებს. 

ვიდეო: ⤵ 

 
განახლება: 13:21

ბათუმის ''სანდასუფთავების'' სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა, ნაგავი ტერიტორიიდან უკვე გატანილი დახვდათ. მაკონტროლებლებმა მშენებარე კორპუსის მეპატრონე გააფრთხილეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი