ხელისუფლება , "მწვანე კონცხი" მშენებლობები და პროტესტი

06 ოქტომბერი 2018, 00:00 2009 ნახვა

2 ჰექტარი ტერიტორია, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა შეეცვალოს და ორად გაყოფილი მოსაზრებები, რომლის ერთ მხარეს ხელისუფლება დგას, მეორე მხარეს კი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი. ვსაუბრობთ მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ერთი წლის წინ მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, აუქციონის გარეშე გასხვისდა, კომპანიაზე, რომელსაც არც გამოცდილება ჰქონდა და არც ფულადი სახსრები.

ამიტომაც, არც მეტი და არც ნაკლები, ეს შპს რამდენიმე დღის წინ შეძენილ მიწას, ბანკ „ქართუში“ იპოთეკით  ტვირთავს და ვალდებულებებს ისტუმრებს. საუბარია, საინვესტიციო ვალდებულებებზე.  აქედან 6 თვეში კი, ბათუმის საკრებულო აღნიშნული ტერიტორიის სტატუსის შეცვლაზე იწყებს მუშაობას, კიდევ ექვს თვეში კი, ამ თემაზე საზოგადოებაში ხმაური იწყება. რადგან, როგორც ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლებას, საკითხის გაპარება, არ გამოუვიდა. კურიოზული და გაუგონარი გადაწყვეტილება,-ასე აფასებს საზოგადოება „ბათომი“, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას.

ამავე კატეგორიაში