საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

25 ივლისი 2016, 00:00 3730 ნახვა

ევროკავშირის ინტეგრაციის, ენერგეტიკული და რეგიონული უსაფრთხოების, ნატოს გაფართოვებისა და შავი ზღვის რეგიონში გაყინული კონფლიქტების საკითხებს სტუდენტები განიხილავენ. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ''ევრო ატლანტიკური სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში'' ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა. პროეტში 8 ქვეყნიდან 30 სტუდენტი მონაწილეობს. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებს მოისმენენ. საზაფხულო სკოლის გახსნის ცერემონიალს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და რუმინეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილებისა და ნატოს საკითხებში მრჩეველი ესწრებოდნენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში