''საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის'' - ნატოს გენერალური მდივანი

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2402 ნახვა

„საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის“ – ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

იენ სტოლტენბერგმა საქართველო ნატო-ს კომისიის სხდომაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება. კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.  ნატოს გენერალურმა მდივანმა შავი ზღვის სივრცეში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში