ცენტრალური ბიუჯეტიდან ბათუმი 47 მილიონს, ხოლო შუახევი 250 ათას ლარს მიიღებს

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2805 ნახვა

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. საქართველოს ბიუჯეტი  12 მილიარდ 729 მილიონ 700 ათასი ლარია.  ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება აჭარას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისთვის განისაზღვრა 28 მილიონ 700 ათასი ლარი. 

ამ თანხიდან 15 მილიონო ბათუმში  KFW-ს წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის დასრულებას მოხმარდება, ამისთვის გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი. 7 მილიონი ამ პროექტის კრედიტის დასაფარადაა საჭირო. 

სოფელ ცეცხლაურში მყარი ნარჩენების პროექტისთვის 3 მილიონია ჩადებული, ხოლო ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის (E5P)  8 მილიონი. 

2019 წლის ბიუჯეტში დევს ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ბათუმის ახალი შემოვლითი გზისთვის  - 70 მლნ ლარი. 

რაც შეეხება თვითმმართველობებს, ისინი 2019 წლიდან ტრანსფერის სახით აღარ მიიღებენ თანხას. თითოეულ მუნიციპალიტეტს  დამადებითი ღირებულების გადასახადის 19% გადაერიცხება.

ცვლილებები საბიუჯეტოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსებს შეეხო, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული თანხები სრულად წავა  ცენტრალურ ბიუჯეტში, მათ ნაცვლად კი მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად  დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19,0% გადაირიცხება. 

ამ ციფრმა  წელს აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში 72 მილიონ 198 ათას 800 ლარი შეადგინა. გასულ წელს კი ტრანსფერების სახით რეგიონმა  8 მილიონით ნაკლები  მიიღო. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი სისტემით თვითმმართველობებში უფრო მეტი თანხა მიდის ცენტრალური ბიუჯეტიდან. 

თვითმართველობების მიხდვით დღგ 19% ასე გამოითვალა:

ყველაზე მეტი თანხა ბათუმს გამოუვიდა  -  47 მილიონ 953.600 ათასი ლარი. ქობულეთს  9 მილიონ 304 ათასი ლარი ერგო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი  6 მილიონ 410.900 ლარს მიიღებს. დაახლოებით ამდენივეს, 6 მილიონ 110.300  ლარს ქედის მუნიციპალიტეტი.

ხულოსა და შუახევში გაცილებით დაბალი თანხებია.  ხულოს მუნიციპალიტეტი  2 მილიონ 170 ათასი ლარის, შუახევი კი მილიონის მეოთხედს მიიღებს. შუახევზე მხოლოდ  250.000 ათასი ლარია. 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი