ისტორიული პარტია ჭადრაკში

30 სექტემბერი 2018, 00:00 1606 ნახვა

ისტორიული პარტია. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში  ერთმანეთს საქართველოს ქალთა პირველი და მეორე ნაკრები ხვდება. მატჩი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ორივე გუნდი ოლიმპიადის ლიდერთა შორსაა, მათ თანაბარი 9-9 ქულა აქვთ და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ შედეგებით ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

ამ ტურში გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ისინი მედლებისთვის იბრძვიან. პირველი სვლა ნანა ძაგნიძისა და სალომე მელიას დაფაზე სიმბოლურად ტიტულოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა  მაია ჩიბურდანიძემ გააკეთა. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ერთ კვირაში დასრულდება. მასში 185 ქვეყანა მონაწილეობს.   

ამავე კატეგორიაში