მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე

29 სექტემბერი 2018, 00:00 1938 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართა. კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს გაერთიანებულ ოპოზიციას ზაზა სარალიძემ კონკრეტულად არ უპასუხა, თუმცა ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ფილარმონიაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიდა.

მისი განცხადებით, მხარს დაუჭერს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას გვერდით დაუდგება. აქციაზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“. მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ შეკრებილებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.

ამავე კატეგორიაში