სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

27 სექტემბერი 2018, 00:00 1838 ნახვა

სახალხო დამცველი სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს მიმართავს. ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების გარკვეულ ფარგლებს.

ომბუდსმენის  აპარატმა სამართალდამცველების მიერ ზაზა სარალიძის მანქანის ჩხრეკის ფაქტის შესწავლა დაიწყო, რისთვისაც შსს-ს მიმართა. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის წინ, ი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

მათ ბრალად ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედებათ. უწყებაში აცხადებენ, რომ  ერთ-ერთმა პირმა დაკავებისას დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში