დღეიდან აჭარის რადიოს ეთერში ახალი გადაცემა „გენდერი და არჩევნები“ იწყება

26 სექტემბერი 2018, 00:00 2626 ნახვა

დღეიდან აჭარის რადიოს ეთერში ახალი გადაცემა „გენდერი და არჩევნები“ იწყება. გადაცემა განმეორებით   შაბათს, 13 საათზე გავა. გენდერი და არჩევნები მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

გადაცემების სავარაუდო თემატიკა • საკანონმდებლო ცვლილებები და საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება. გადაცემის წამყვანი თამილა დოლიძე  ყოველ ოთხშაბათს, 17 საათსა და 10 წუთზე ისაუბრებს თემის ირგვლივ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში