მესამე სექტორის შეხვედრა მოსახლეობასთან

25 სექტემბერი 2018, 00:00 2026 ნახვა

სამართალდამცველებთან  ურთიერთობის სტანდარტებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ისაუბრეს ქედაში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქეებთან დისკუსიის ფორმატში გამართა.  

შეკითხვები ძირითადად საშეშე მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ დავებს შეეხებოდა.  ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ ინდივიდუალურად მიეღოთ უფასო კონსულტაცია  მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში