აბაშიშვილი: პაპუაშვილის განცხადებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

23 ივლისი 2016, 00:00 2312 ნახვა

''ნაჩქარევი და გაუგებარია შეფასებები თითქოს, გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი ხდება'' - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბოლო მოვლენებს.  გიორგი აბაშიშვილი  იმედოვნებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება პროკურატურის მხრიდან იგნორირებული არ იქნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე გიორგი პაპუაშვილმა 21 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, თუმცა არ დაუსახელებია არცერთი  გვარი და არცერთი კონკრეტული საქმე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი