სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

23 ივლისი 2016, 00:00 2004 ნახვა

დაახლოებით 1 საათის წინ განახლდა საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ. "კაბელების საქმის" ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა. მოსარჩელე მხარეები სასამართლოსა და პროკურატურაში სამართალწარმოების გარკვეული პროცედურების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. მათი განცხადებით, კონკრეტული საკანონმდებლო ჩანაწერები, რომლებიც გიორგი უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის იყო გამოყენებული, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 18-ე, 14-ე და 42-ე მუხლებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელების გაერთიანების გადაწყვეტილება მათი შინაარსობრივი იდენტურობიდან გამომდინარე მიიღო. გუშინ მოსამართლეების ნაწილმა, ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მოტივით შუამდგომლობა დააყენა საქმის განხილვა გადადებულიყო, რაც არ დაკმაყოფილდა.

ამავე კატეგორიაში