ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია 

16 სექტემბერი 2018, 00:00 1448 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნებისთვის  ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 10 ოქტომბერია. ამ მიზნით, ცესკოს თანამშრომლებმა  უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება.  მიზანი მოქალაქეთა ინფორმირებაა.  

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრებს ამომრჩევლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.  ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. რაც შეეხება სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე იღებენ.

ამავე კატეგორიაში