დაკავება ტურისტების გაქურდვის ფაქტზე

16 სექტემბერი 2018, 00:00 5805 ნახვა

ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა.

პოლიციამ, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში