ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

15 სექტემბერი 2018, 00:00 1846 ნახვა

ახალგაზრდა კაცი დაჭრეს დღეს ოზურგეთში.  სამართალდამცველებმა  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს  ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში