აგვისტოში სამართალდამცველებმა 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს

14 სექტემბერი 2018, 00:00 2279 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ნარკოდანაშაულისთვის კი პასუხისგებაში  189 პირი მისცა.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ორი პირია დაკავებული. 

სამართალდამცველებმა, მათი პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

ნარკოდანაშაულისთვის კი ერთი პირი ბათუმში აიყვანეს. პოლიციამ 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკორეალიზატორების დაკავების საკითხზე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ, ბრიფინგზე ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში