''კანონიერ ქურდს'' სასამართლოზე დასწრება უნდა, მაგრამ საქართველოში არ უშვებენ - ლავასოღლის ადვოკატი

12 სექტემბერი 2018, 00:00 2584 ნახვა

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატმა დღეს პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, მესაზღვრეები კი საზღვარზე არ უშვებენ. 

ბრალდებულის წინააღმდეგ საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაუსწრებლად მიმდინარეობს. ლავასოღლის პოზიცია მოსამართლეს დღეს ადვოკატმა გააცნო.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მინდია გორაძეს სურვილი აქვს, საქმის განხილვას დაესწროს. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სხვა ბრალდებულებთან კავშირსაც უარყოფს. 

​ლავასოღლი ერთხელ უკვე ბრალდებულია სისხლის სამართლის დანაშაულში. 12 წლიანი პატიმრობა  სასამართოლომ მიუსაჯა. პროკურატურა მას ''კანონიერი ქურდობისა''  და 2015 წლის 24 თებერვალს ჟურნალისტზე მუქარს ედევებოდა. 

აჭარასა და თბილისში ქურდულ სამყაროსთან  კავშირის ბრალდებით 10 პირი 18 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს.  

კრიმინალური ავტორიტეტი, წინასწარი პატიმრობიდან 2017 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. 

"ლავასოღლი" სამართალდამცველებმა 2015 წლის 31 დეკემბერს მოლდოვაში დააკავეს, მისი დეპორტაცია კი საქართველში 2016 წლის 30 იანვარს განხორციელდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში