ცვლილებები ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში

11 სექტემბერი 2018, 00:00 1792 ნახვა

ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა . ცვლილებით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებს, ავტომატურად აღარ შეეზღუდება მართვის მოწმობა და შრომითი უფლებები.

ამას  მოსამართლე გადაწყვეტს. დეპუტატების ნაწილს იურიდიულ საკითხებზე კითხვები აქვთ. მათ შორის იმაზე, ექნება თუ არა ამ პროექტს უკუქმედების ძალა და გავრცელდება თუ არა ეს ნორმა იმ პირებზეც, რომელთაც უკვე შეეზღუდათ უფლებები.

ამავე კატეგორიაში