სალომე ზურაბიშვილის ''ოცნება''

10 სექტემბერი 2018, 00:00 1590 ნახვა

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში არაპირდაპირ, თუმცა მაინც ერთვება - მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო და ის რაც მოსალოდნელი იყო სიტყვიერადაც დაადასტურა - „ოცნების“ რჩეული სალომე ზურაშვილია.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ახლა ქვეყანაში დომინანტი პარტიის, პარლამენტისა და მთავრობის მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, რა ფორმით ჩაერთვება კამპანიაში არასაარჩევნო სუბიექტი „ქართული ოცნება“ ჯერ უცნობია, თუმცა უკვე გასაჯაროვდა რომ პარტია პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილისკენ მიმართავს შემომწირველებსა და აქტივისტებს.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს  წარსულსა და აწმყოში გაკეთებულ 2008 წლის ომის შეფასებას უხსენებს.   

ამავე კატეგორიაში