მმართველმა გუნდმა მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა

09 სექტემბერი 2018, 00:00 1812 ნახვა

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ  გუნდში არაერთი ღირსეული ლიდერია,პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალური პლურალიზმისთვის  პრეზიდენტის თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაეთმოს.

ამავე კატეგორიაში