ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, დღეს გაირკვევა

09 სექტემბერი 2018, 00:00 1798 ნახვა

დღეს ''ქართული ოცნება'' პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს უნდა იმსჯელონ რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. 46 განაცხადიდან  26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში